საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით -ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი

ინტერნეტმმართველობის ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრულ განვითარებას და, ამავდროულად, აკავშირებს მას გლობალურ საზოგადოებასთან, - განაცხადა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, იაროსლავ პონდერმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

იაროსლავ პონდერმა ინტერნეტმმართველობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა გავმართოთ საკოორდინაციო შეხვედრების სერია საქართველოს მთავრობასთან და ხელი შევუწყოთ ციფრულ განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით განვითარებად ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. აღსანიშნავია მთავრობის მიდგომა, უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის სტიმულირება", - აღნიშნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა.

იაროსლავ პონდერმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი.

„ვამაყობთ, რომ საქართველოში ვხედავთ ინტერნეტის შეღწევადობის მაღალ მაჩვენებლებს და ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, მათ შორის, 5G-ს დანერგვაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. საქართველოს ხელისუფლების პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, განსაკუთრებით კი, ციფრული კავშირების თვალსაზრისით.

ჩვენ ვგეგმავთ მუშაობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა ციფრული უნარების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საწარმოო დონეზე და მისი გამოყენება მოქალაქეების მიერ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა შედეგი გამოიღოს და ციფრულ კავშირს ქვეყნისთვის რეალური, შინაარსობრივი დანიშნულება ჰქონდეს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას", - აღნიშნა იაროსლავ პონდერმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
ანაბარი "საერთო მიზანი" - მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
"რითეილ ასოციაცია" სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა -ირაკლი კობახიძე
საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით -ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 თებერვალს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
2025 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.4 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი
"საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია" -თამარ იოსელიანი
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P
საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს