ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
"ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ტანხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. ბიზნესოპერატორებს კი აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში
,,მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს''- ეკა კუპატაძე
,,3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით''- პროკურორი ქეთევან სონიძე
,, ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა''- დაკავებული არასრულწლოვნის მამა
ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს
,,შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა''- ალექსანდრე დარახველიძე
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დასრულდა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს