ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა უკრაინის ბლოკში რაც შეიძლება სწრაფად მიღების თაობაზე და ამას უნგრეთის წინააღმდეგ „ომის ღია გამოცხადება" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

როგორც POLITICO-მ ორშაბათს განაცხადა, ევროკომისია უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების გეგმას ამუშავებს, რაც შესაძლოა ქვეყანას ევროკავშირის ნაწილობრივ წევრობას სთავაზობდეს, ვიდრე ის ყველა საჭირო რეფორმას დაასრულებს.

„მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინა ევროკავშირში უკვე 2027 წელს მიიღონ. ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადებაა. ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და განზრახული აქვთ, ნებისმიერი საჭირო საშუალებით ჩამოაშორონ უნგრეთის მთავრობა ხელისუფლებას. მათ სურთ, რომ სათავეში პარტია „ტისა" მოვიდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა", - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

„აპრილში, საარჩევნო ყუთებთან, უნგრელებმა უნდა შეაჩერონ ისინი. „ფიდესი" ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და ის უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტიაა", - დასძინა მან.

 

 





მსგავსი სიახლეები
ზელენსკი: მე არ ჩავალ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში
,, ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას''- აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება
ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა
მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტი დაამტკიცა
აშშ-სა და სომხეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმება, რეგიონში რუსეთის ინტერესებსა და გავლენაზე თავდასხმაა -კონსტანტინ ზატულინი
უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის, ამიტომ მათ წინაშე ვალში არ ვართ -პიტერ სიიარტო
"ამერიკული დრონების მიწოდება სომხეთისათვის და ნიკოლ ფაშინიანისადმი მხარდაჭერა: რატომ ჩავიდა ჯეიმს ვენსი ერევანში"-BBC
ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია
კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა -25 დაშავდა
ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები შესაძლოა, ძალიან პროდუქტიული იყოს - სკოტ ბესენტი
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია დააფინანსებს ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხელშესაწყობად
Le Monde - უკრაინამ ჩუმად დაშალა საერთაშორისო ლეგიონი
ჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს
აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა
მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა