,,3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით''- პროკურორი ქეთევან სონიძე

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ.

მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი დახურულია, რადგან საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გიგა ავალიანის საქმის გარდა ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები ირჩევდნენ მათთვის მიუღებელ პირებს, მათ სხვისი სახელით წერდნენ და შეხვედრაზე იბარებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, სამ არასრულწლოვან ბრალდებულს ახალი კვალიფიკაცია - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა დაემატათ.

"სამ არასრულწლოვან ბრალდებულს, ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ პირის შესახებ ბრალდების დადგენილებაში დაემატათ ახალი კვალიფიკაცია - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ბრალდების მხარე, მათ გარდა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რაც გამოიხატა სხვადასხვა ძალადობრივ ეპიზოდებში. დადგენილი და იდენტიფიცირებულია ჩვენს მიერ ძალადობის არაერთი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მოპოვებულია არაერთი ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა უწყების მიერ. თუმცა, ამ ვიდეოების გარდა, თითოეულ ეპიზოდს ჰყავს ათეულობით მოწმე. შესაბამისად, ისინი იძლევიან ჩვენებას და აძლევენ ჩვენებებს ამ ბრალდებულების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მოპოვებულია ჰაბიტო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ნიშნავს ხმისა და გამოსახულების ექსპერტიზებს, რიტაც უტყუარად დადგინდა, რომ აღნიშნული ბრალდებულები ძალადობების ეპიზოდებში მონაწილეობდნენ. გამოძიება გრძელდება, შესაძლებელია გამოძიების პროცესში კიდევ გამოიკვეთოს ძალადობების ახალი ეპიზოდები, დადგინდეს ახალ მსხვერპლთა ვინაობა და შესაბამისად, მოწმეთა ბაზაც გაიზარდოს. აღნიშნული მტკიცებულებების სრულად შესწავლის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს, როგორც ახალი ბრალეული პირების გამოკვეთა, ასევე ახალი ეპიზოდების დაიდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში
,,მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს''- ეკა კუპატაძე
,,3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით''- პროკურორი ქეთევან სონიძე
,, ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა''- დაკავებული არასრულწლოვნის მამა
ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს
,,შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა''- ალექსანდრე დარახველიძე
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დასრულდა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს