ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს
აშშ-სთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან" ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიიღო აშშ-ის შეთავაზება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარების შესახებ, მაგრამ არ იცის, შეუერთდება თუ არა მას რუსეთის დელეგაცია.
ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრის დღის წესრიგში ტერიტორიული საკითხები იქნება, პირველ რიგში, აშშ-ის წინადადება დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ვარიანტის მიმართ.
„არცერთი მხარე არ უჭერს მხარს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას - არც რუსები და არც ჩვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. და შევთანხმდით შემდეგზე: ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით ხედვით, თუ როგორი შეიძლება, იყოს ეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი მოითხოვს, რომ აშშ-მა ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ამ ზონას.
„თუ ეს ჩვენი ტერიტორიაა, და ეს ჩვენი ტერიტორიაა, მაშინ ის უნდა მართოს ქვეყანამ, რომელსაც ის ეკუთვნის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებელთა ჯგუფებმა შეიძლება, განიხილონ ეკონომიკური საკითხები და ამ მიზნით, დელეგაციაში შევა ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებს ეხებოდა, თუმცა მხარეებმა დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ზელენსკის განცხადებით, დისკუსიების დროს გაირკვა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში აშშ-ის მონიტორინგი იქნებოდა საჭირო, თუმცა დეტალები ჯერ არ არის შემუშავებული.
„რუსებს ერთი ფორმულირება აქვთ, ჩვენ მეორე, ხოლო ამერიკელებს მესამე. არსებობს შეთანხმება, რომ მონიტორინგი განხორციელდება, მაგრამ ასევე არსებობს შეთანხმება, რომ ფორმულირებები და დეტალები საბოლოოდ უნდა დაზუსტდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
ზელენსკი: მე არ ჩავალ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში
,, ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას''- აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება
ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა
მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტი დაამტკიცა
აშშ-სა და სომხეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმება, რეგიონში რუსეთის ინტერესებსა და გავლენაზე თავდასხმაა -კონსტანტინ ზატულინი
უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის, ამიტომ მათ წინაშე ვალში არ ვართ -პიტერ სიიარტო
"ამერიკული დრონების მიწოდება სომხეთისათვის და ნიკოლ ფაშინიანისადმი მხარდაჭერა: რატომ ჩავიდა ჯეიმს ვენსი ერევანში"-BBC
ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია
კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა -25 დაშავდა
ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები შესაძლოა, ძალიან პროდუქტიული იყოს - სკოტ ბესენტი
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია დააფინანსებს ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხელშესაწყობად
Le Monde - უკრაინამ ჩუმად დაშალა საერთაშორისო ლეგიონი
ჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს
აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა
მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა