,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული. თუ ობიექტურად შევხედავთ და გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამ ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია შესაძლებელია , - ამის შესახებ განაცხადა მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ არასრულწოვნებთან დაკავშირებით, რომელთაც ბრალდება დაუმძიმდათ და ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდზეც წარედგინათ ბრალი.პროკურორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გარდა არსებობს ათეულობით მოწმე, რომელიც ძალადობის თითოეულ ეპიზოდს ადასტურებს.„ამ ვიდეოჩანაწერების გარდა, ასეულობით მოწმე გვყავს გამოკითხული საქმეში და თითოეული ძალადობის ეპიზოდს ათეულობით მოწმე ადასტურებს. ასე რომ, ვიდეოჩანაწერების გარდა სხვა კიდევ მრავალი მტკიცებულება [არსებობს]. ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ფონო და ჰაპიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ცალსახად დადგინდა, რომ ვიდეოკადრებში სწორედ ის ბრალდებულები მონაწილეობდნენ, რომელთა დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვასაც ცდილობენ მათი ოჯახის წევრები განცხადებებით", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.ამასთან, პროკურორის თქმით, ვიდეოჩანაწერებში არსებული სხვა ადამიანებიც არიან იდენტიფიცირებული და გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.„გიდასტურებთ, რომ კადრებში გარდა იმ ბრალდებულებისა, რომელთა პროცესზეც დღეს შევიკრიბეთ, იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სხვა პირები. პირთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხული. ნაწილი მათგანი აღიარებს კიდეც, ფაქტში მონაწილეობას ადასტურებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ისინი ჯერჯერობით მოწმის სტატუსით არიან, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში
,,მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს''- ეკა კუპატაძე
,,3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით''- პროკურორი ქეთევან სონიძე
,, ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა''- დაკავებული არასრულწლოვნის მამა
ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს
,,შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა''- ალექსანდრე დარახველიძე
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დასრულდა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს