,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე
ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ამიტომ აცხადებენ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მეტროს თითოეულ თანამშრომელს, 60 წელი არ არის ცოტა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქში გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურება. დღის განმავლობაში მეტროს ნახევარ მილიონამდე ადამიანი გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.
რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. მე მახსოვს 2017 წელს როდესაც დავიწყე მუშაობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოგვიწია მთელი ძალოვანი კაბელების გამოცვლა. მოგვიწია ასევე გვირაბების სავენტილაციო ქსელის განახლება თავისი აგრეგატებით. ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ამ ყველაფერში, თუმცა უსაფრთხოება ეს არის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
დღეის მდგომარეობით, შესყიდული გვაქვს ახალი ვაგონები, ამ წელს უკვე დავიწყებთ მიღებას და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონები უკვე ახალი, თანამედროვე ვაგონებით რაც, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნება, შევამცირებთ მოცდის დროს, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეგვეძლება დღის განმავლობაში.
პარალელურად, ასევე ეს არის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას. ერთი ვარკეთილის მეტროსადგურს ამდენი წლის განმავლობაში, უამრავი პრობლემა იყო. ყველაფერი გააზრებული გვაქვს, გვესმის. ამიტომ, ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეტროს თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შრომისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის. არიან ადამიანები, ვინც რამდენიმე ათეული წელია ემსახურება ჩვენს ქალაქს, ემსახურება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ეს ძალიან დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო," - აღნიშნა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს მართავს
"ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობთან''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი და კორიდორი ვერ შეცვლის - ირაკლი კირცხალია
საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ეწვია
,,რუსეთი განაწყენებულია შეერთებული შტატებით''- ავთანდილ წულაძე
განსაკუთრებული მოლოდინი ჰელსინკის კომისიისგან არ მაქვს, საზოგადოებასაც ცრუ მოლოდინებს ნუ შეუქმნით, რომ კომისიის შედეგად შიდა პოლიტიკურ სისტემაში რაღაც რადიკალურად შეიცვლება-გიგა ფარულავა
მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ეხებოდა -შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
ევროკავშირი ხშირად სჯის ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ, დროა, ბლოკთან კავშირი გავწყვიტოთ და ცალკეული ერების სუვერენიტეტი აღვადგინოთ -კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა
"ქართველი ხალხის მეგობრობა" სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა-შალვა პაპუაშვილი
უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
,,საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა
"ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც აშშ-ის საყრდენი იყო -გიორგი შარაშიძე
ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში, საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და იმის მერე ვერ ვიტან ზღვის ამ ცხოველს -სააკაშვილი
ყულევი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში -გიორგი ვაშაძე
მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება -ირაკლი კობახიძე
საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე