საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი

ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას აზიარებს.

„ცნობისთვის, საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 2 000 კილომეტრია, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე კი 500 მეტრი.

ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვაყენებს ჩვენ და საფრანგეთს. ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის.

ვინც ისტორია იცის და მის გაკვეთილებზე თვალს არ ხუჭავს, ყველამ იცოდა, რომ ფსევდოღირებულებით ზღაპრებს ასეთი დასასრული ექნებოდა. ეს ცხადი იყო 2022 წელსაც.

ამგვარი დაპირისპირებები კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, დასრულებულა, ქვეყნები მორიგებულან, ცხოვრება გაგრძელებულა. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, მეოცეშიც, ბევრად ადრეც. ძალთა ბალანსის რყევა, ცვლილება და ახლებურად ჩამოყალიბება დიდი სახელმწიფოების ბუნებაა. მათი შეხების წერტილებში მომხდარი ნგრევა და მსხვერპლი კი პატარა სახელმწიფოების ხვედრი.

2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით.

სწორედ აქ გაივლო ზღვარი უსამშობლოებსა და პატრიოტებს შორის. პირველებმა სხვისი დროშა და ჰიმნი თავისად აქციეს; ჯერ თვითონ დაიჯერეს, შემდეგ კი სხვებს არწმუნებდნენ, რომ ბომბების წვიმა სჯობს მშვიდობის სირცხვილს; რომ ეს ჩვენი ბრძოლაა, ჩვენი ვალია, რომ მსხვერპლობა გვმართებს დიადი მომავლისთვის; რომ ომი მშვიდობაა და მზე დასავლეთიდან ამოდის. ამ დროშის ქვეშ აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე.

ჩვენ კი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია.

გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ",- წერს შალვა პაპუაშვილი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას როცა მიაღწევენ, დაგვჭირდება რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ჩვენს კართანაა".

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი -ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს მართავს
"ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობთან''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი და კორიდორი ვერ შეცვლის - ირაკლი კირცხალია
საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ეწვია
,,რუსეთი განაწყენებულია შეერთებული შტატებით''- ავთანდილ წულაძე
განსაკუთრებული მოლოდინი ჰელსინკის კომისიისგან არ მაქვს, საზოგადოებასაც ცრუ მოლოდინებს ნუ შეუქმნით, რომ კომისიის შედეგად შიდა პოლიტიკურ სისტემაში რაღაც რადიკალურად შეიცვლება-გიგა ფარულავა
მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ეხებოდა -შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
ევროკავშირი ხშირად სჯის ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ, დროა, ბლოკთან კავშირი გავწყვიტოთ და ცალკეული ერების სუვერენიტეტი აღვადგინოთ -კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა
"ქართველი ხალხის მეგობრობა" სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა-შალვა პაპუაშვილი
უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
,,საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა
"ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც აშშ-ის საყრდენი იყო -გიორგი შარაშიძე
ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში, საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და იმის მერე ვერ ვიტან ზღვის ამ ცხოველს -სააკაშვილი
ყულევი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან -ირაკლი კობახიძე