მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატ კოლეგას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა და მიმდინარე გლობალური პროცესები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა არსებული მეგობრული კავშირი, კულტურული სიახლოვე და საერთო ღირებულებები, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველია.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსათვის ფასეულია ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ხორვატიის ტერიტორიულ მთლიანობას.

კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობისა და დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზეც იმსჯელეს.

ზორან მილანოვიჩის საქართველოში სტუმრობა პირველი საპრეზიდენტო დონეზე განხორციელებული ვიზიტია, რომელიც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დამატებით იმპულსს შესძენს ორმხრივი დიალოგისა და კავშირის გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში.

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ხორვატიის დელეგაციას შემადგენლობაში არიან: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 





მსგავსი სიახლეები
"ქოცებს", რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ -ნიკა გვარამია
მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი -ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს მართავს
"ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობთან''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი და კორიდორი ვერ შეცვლის - ირაკლი კირცხალია
საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ეწვია
,,რუსეთი განაწყენებულია შეერთებული შტატებით''- ავთანდილ წულაძე
განსაკუთრებული მოლოდინი ჰელსინკის კომისიისგან არ მაქვს, საზოგადოებასაც ცრუ მოლოდინებს ნუ შეუქმნით, რომ კომისიის შედეგად შიდა პოლიტიკურ სისტემაში რაღაც რადიკალურად შეიცვლება-გიგა ფარულავა
მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ეხებოდა -შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
ევროკავშირი ხშირად სჯის ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ, დროა, ბლოკთან კავშირი გავწყვიტოთ და ცალკეული ერების სუვერენიტეტი აღვადგინოთ -კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა
"ქართველი ხალხის მეგობრობა" სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა-შალვა პაპუაშვილი
უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია
,,საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა
"ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც აშშ-ის საყრდენი იყო -გიორგი შარაშიძე