თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისაგან- მოსწავლის ბარათის აღება უკვე, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტანის გარეშე არის შესაძლებელი. ფილიალში მისვლა საჭიროა მხოლოდ ფიზიკური ბარათის გასატანად.


ბარათის შესაკვეთად, მშობლები უნდა შეხვიდეთ თქვენს მობაილბანკში, გადახვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ "ბავშვის სივრცე" და დააჭიროთ ბარათის შეკვეთას. მობაილბანკიდან ბარათი სულ რამდენიმე წამში გააქტიურდება და მის გამოყენებას მოსწავლე ელექტრონულ საფულეში დამატებისთანავე შეძლებს. ფიზიკური ბარათის დამზადებას კი, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე დასჭირდება.


მშობლის მოწვევით, მოსწავლის ბარათის მფლობელ ნებისმიერ 6-დან 17 წლის მოსწავლეს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მობაილბანკითაც და დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები.
მობაილბანკში მოსწავლეები შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:


• თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა
• თანხის სხვასთან გადარიცხვა (იმ შემთხვევაში თუ მშობელი ბარათის აღების პროცესში ან შემდგომ თანხმობას განაცხადებს ფუნქციის ჩართვაზე)
• მობილური ბალანსის შევსება
• მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება 
• ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)


იმისათვის, რომ მოსწავლემ მობაილბანკზე მიიღოს წვდომა მშობელმა მობაილბანკის "ბავშვის სივრციდან" უნდა გაუგზავნოს მოწვევა. ეს არის მარტივი გზა, მისცეთ შვილს ყოველდღიური ფინანსური დამოუკიდებლობა, გამოუცხადოთ ნდობა და მხარი დაუჭიროთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებისას.


თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები მუდმივად სარგებლობენ მათზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით და პარტნიორ ობიექტებში იბრუნებენ მომენტალურ ქეშბექებს- ხარჯავენ გონივრულად და სარგებლიანად.


ბარათის მიმდინარე შეთავაზება 28 თებერვლის ჩათვლითაა და მისი მფლობელი მოსწავლეები პარტნიორ ობიექტებში- Yoyoso, სულაკაურის გამომცემლობა, Orgservice, ანტარისი- თიბისის პოსტ ტერმინალზე გადახდისას, 20%-იან მომენტალურ ქეშბექს იბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს ყველა ობიექტში ერთად). შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.


დაზოგეთ დრო და ახლა უფრო მარტივად, ასწავლეთ თქვენს შვილებს ფინანსური დამოუკიდებლობა. აიღეთ, მოსწავლის ბარათი წამებში- პირდაპირ მობაილბანკიდან.


თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს ისეთ სერვისებს, რომლებიც მათ კომფორტსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალ თაობაზე.

(R)

 

 

 





მსგავსი სიახლეები
"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
ანაბარი "საერთო მიზანი" - მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
"რითეილ ასოციაცია" სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა -ირაკლი კობახიძე
საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით -ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 თებერვალს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
2025 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.4 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი
"საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია" -თამარ იოსელიანი
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P
საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს