"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
„კომპანია „იგლ ჰილსის" პროექტები იმ გეგმით ვითარდება, როგორც შეთანხმდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. რეალურად უფრო მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე პირველადი შეთავაზება იყო გაკეთებული კომპანიის მიერ, რაც ნამდვილად ცხადყოფს, რომ ინტერესი და ნდობა პროექტის მიმართ ძალიან მაღალია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, როგორც დაანონსებული იყო, „იგლ ჰილსის" პროექტების წინასწარი გაყიდვების პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული იყო. „დაფიქსირდა ძალიან მაღალი მოთხოვნა. თითქმის 300 ერთეული იყო გამოტანილი - საიდანაც 60 პროცენტამდე ქართველებზე გაიყიდა. ასევე საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდან. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო პროექტთან, მისი ფასების და მყიდველების ეროვნების ნაწილში, იყო სპეკულაცია და მას არ ედო საფუძვლად არავითარი არგუმენტი და დასაბუთება," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა ინვესტიციის ზომის მიხედვით და წარიმართება იმავე პრინციპებით, როგორც ბევრი სხვა დეველოპერული პროექტი. „დაინტერესება, რაც საქართველოს უძრავი ქონების მიმართ არსებობს უცხოელი ინვესტორების ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან, აბსოლუტურად ჯანსაღია და არავითარი ადგილი რაიმე ტიპის არაბიზაციას ან სხვა მოვლენებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოში არ აქვს საფუძველი," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
ანაბარი "საერთო მიზანი" - მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
"რითეილ ასოციაცია" სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა -ირაკლი კობახიძე
საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით -ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 თებერვალს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
2025 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.4 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი
"საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია" -თამარ იოსელიანი
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P
საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს