ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამასწინათაც ვნახეთ - ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია, როგორც ჩანს, გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. სინამდვილეში, ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის დღეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. წუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს, სხვათა შორის, ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ. კანონმდებლობის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა რამდენიმე ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა და საბინაო, თემთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა.

 





მსგავსი სიახლეები
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი
ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა-ლაშა დარსალია "მოსკოვის მექანიზმზე"
ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა
საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
"ქოცებს", რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ -ნიკა გვარამია
მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი -ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს მართავს
"ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობთან''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი და კორიდორი ვერ შეცვლის - ირაკლი კირცხალია
საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ეწვია
,,რუსეთი განაწყენებულია შეერთებული შტატებით''- ავთანდილ წულაძე
განსაკუთრებული მოლოდინი ჰელსინკის კომისიისგან არ მაქვს, საზოგადოებასაც ცრუ მოლოდინებს ნუ შეუქმნით, რომ კომისიის შედეგად შიდა პოლიტიკურ სისტემაში რაღაც რადიკალურად შეიცვლება-გიგა ფარულავა