აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს" განუცხადეს.
„ნეტგაზეთის" ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია, როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად", - განუცხადეს „ნეტგაზეთს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
მსგავსი სიახლეები
მიუნხენში ჩვენს პრიორიტეტებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად -მაკა ბოჭორიშვილი
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი
უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი
პირველი მარტიდან უცხოელების შრომითი საქმიანობა კანონით იზღუდება, კონსტიტუციაში შეტანილია შესწორებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა -ირაკლი კობახიძე
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი
ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა-ლაშა დარსალია "მოსკოვის მექანიზმზე"
ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა
საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
"ქოცებს", რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ -ნიკა გვარამია
მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი -ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე