საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian 26-1) ტარდებოდა მიმდინარე წლის 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს შორის, 2025 წლის 21 ნოემბერს ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიწვევის საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (NATO) საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მონაწილეობის უფლება მოიპოვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფმა.
საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian 26-1) ტარდებოდა მიმდინარე წლის 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით. ოპერაციის ფარლგებში, საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფის 11 მოსამსახურე თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ფრეგატზე სახელწოდებით “TCG Gaziante (F-490)” იყო განთავსებული, სადაც თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ერთობლივ სწავლებაში.
NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) წარმოადგენს ალიანსის ეგიდით მოქმედ დღეისათვის ერთადერთ მუდმივ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას. მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე აღნიშნული ოპერაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებასა და გაზიარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში
მსგავსი სიახლეები
მიუნხენში ჩვენს პრიორიტეტებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად -მაკა ბოჭორიშვილი
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი
უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი
პირველი მარტიდან უცხოელების შრომითი საქმიანობა კანონით იზღუდება, კონსტიტუციაში შეტანილია შესწორებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა -ირაკლი კობახიძე
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი
ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა-ლაშა დარსალია "მოსკოვის მექანიზმზე"
ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა
საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
"ქოცებს", რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ -ნიკა გვარამია
მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი -ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე