მიუნხენში ჩვენს პრიორიტეტებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად -მაკა ბოჭორიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ისაუბრებს, როგორ ხედავს საქართველო საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ევროპაში არის ღონისძიება, სადაც იკრიბებიან საინტერესო მონაწილეები და მსჯელობენ ევროპის უსაფრთხოებაზე. საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე. ვისაუბროთ, რა სურს საქართველოს, როგორ ხედავს ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეგვაქვს იმაში, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად, იყოს დამოკიდებულება სერიოზული პარტნიორობის, რაც მიმართული იქნება, როგორც ევროპის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისკენ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე შუა კორიდორის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობა იყოს წარმოჩენილი.

„კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას, შუა კორიდორის როლს ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველო წარმოჩენილი, ამ მნიშვნელოვან კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა კორიდორში, ზოგადად, შუა კორიდორის როლზე ევროპა-აზიის დაკავშირებადობაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მიუნხენში ჩვენს პრიორიტეტებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად -მაკა ბოჭორიშვილი
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი
უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი
პირველი მარტიდან უცხოელების შრომითი საქმიანობა კანონით იზღუდება, კონსტიტუციაში შეტანილია შესწორებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა -ირაკლი კობახიძე
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი
ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა-ლაშა დარსალია "მოსკოვის მექანიზმზე"
ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა
საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
"ქოცებს", რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ -ნიკა გვარამია
მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი -ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია-შალვა პაპუაშვილი
,,დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას''- კალაძე