ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
ხორციელის შაბათი და დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. ამ დღეს ეკლესიებში წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.
„ხორციელის" შაბათი, ანუ „კორკოტობა" მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეა, რომელსაც ყველიერის კვირა მოსდევს. ხორციელის შაბათს, ქრისტიანები კორკოტს (წანდილს) ამზადებენ, ეკლესიებში კი, გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.
გაგაცნობთ ისტორიას, რომელმაც აღნიშნული ტრადიციის ჩამოაყალიბას დაუდო სათავე:
კონსტანტინეპოლის მეფემ, იულიანე განდგომილმა ქრისტე უარყო და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ ქალაქის თავს უბრძანა, მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იღებდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის დარღვევას მორწმუნენი. მას შემდეგ, დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული და მორწმუნეები კორკოტს, ანუ წანდილს ხარშავენ.
"კორკოტობა" დიდმარხვის დაწყებამდე, ბოლო შაბათს აღინიშნება და მოძრავი საეკლესიო თარიღია.
"განუსვენე, უფალო, სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ამინ!"
მსგავსი სიახლეები
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ხორვატიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს -თეა წულუკიანი
"გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"-ილიაუნის რექტორის მოადგილე
უნივერსიტეტებში სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა ორ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება-გივი მიქანაძე
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,, წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, წლიდან წლამდე იმატებს''- „კოდას“ წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი
წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს-"კოდას" წარმოების დირექტორი
"ავარიულ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების პროგრამაზე ქირა შეუწყდება" - კახა კალაძე