ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს-ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია-შალვა პაპუაშვილი

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება გერმანიის ელჩის განცხადებას, სადაც პეტერ ფიშერმა აღნიშნა: „ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 21 და 48 - ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს".

ელჩის საპასუხოდ პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს.

„როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული ორი წელიც ამას უნდა მივაწეროთ.

ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერგააზრების ნიშანია. ესეც გაივლის", - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერის თქმით, შალვა პაპუაშვილი 48 წლისაა, საიდანაც ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე. მისი თქმით, პაპუაშვილი გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლების სტიპენდიით სწავლობდა, შემდეგ კი 17 წელი გაატარა გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტოსთან, რომლის პროექტები ასევე გერმანიის მიერაა დაფინანსებული.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს
,,ნებისმიერ გრანტს მთავრობა მიიღებს და მადლობას გადაიხდის, ოღონდ დონორმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გრანტი არ ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას''- ლევან მაჭავარიანი
ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს-ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია-შალვა პაპუაშვილი
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში -საქართველოს რკინიგზა
თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
მიუნხენში ჩვენს პრიორიტეტებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად -მაკა ბოჭორიშვილი
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი
უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი
პირველი მარტიდან უცხოელების შრომითი საქმიანობა კანონით იზღუდება, კონსტიტუციაში შეტანილია შესწორებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა -ირაკლი კობახიძე
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი
ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა-ლაშა დარსალია "მოსკოვის მექანიზმზე"
ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა