,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ჩვენ „შემოქმედის ჩაის" ბრენდით ვართ წარმოდგენილი 2011 წლიდან. მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდანვე, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად და რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება. ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, რომ უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის საკმაოდ მოთხოვნა და პირადი ზარებიც არის, რატომ არ არის ჩვენი პროდუქცია ქსელებში ფართოდ წარმოდგენილი, - განაცხადა შპს „მილმართის" (შემოქმედის ჩაი) დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, ქსელურ მარკეტებში არსებული დიდი ბარიერების გამო, ბოლო ოთხი თვეა, მისმა კომპანიამ პროდუქციის შეტანა შეაჩერა. მაისურაძის განმარტებით, ჩაის მწარმოებელ სხვა კომპანიებსაც გაყიდვების და რეალიზაციის პრობლემა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა მაღალია.
„პირდაპირ გეტყვით, ბოლო ოთხი თვეა, საერთოდ შევაჩერეთ შეტანა ქსელებში ამ პრობლემების გამო. ძირითად პრობლემებს დავამატებდი რომ არის სააქციო გადასახადი აქციების პერიოდში, რომელიც იმავე მეწარმეზე მოდის. ყველაზე კარგ პირობებში, დროში გაწერილი გადახდა რეალიზებული პროდუქციის და ყველაზე ცუდი - გაყინული თანხა. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხებია გაყინული და ამის გამო მერე გვიწევს სესხის აღება. როგორც იცით, სეზონურია ჩვენი ჩაის წარმოება, რომელიც იწყება აპრილიდან და აპრილის დასაწყისში გვიწევს მაღალპროცენტიანი სესხის აღება.
ერთი თვეა, შევქმენით ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება, სადაც ასოციაციებიც შემოდიან, მისი პრეზიდენტი გახლავართ და ამ შემთხვევაში, შემიძლია თამამად ვისაუბრო მთლიანი სექტორის წარმომადგენლებზე - ყველას ეს პრობლემა აქვს: გაყიდვების, რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ გავაკეთოთ მონიტორინგი, ახლაც რომ დავრეკოთ, ან თქვენც გკითხოთ, თუ შეიძენდით ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს, ქართულ ჩაის ოჯახისთვის, ყველა სიამოვნებით დათანხმდება ამაზე და ამ დროს, რეალიზების პრობლემაა. იმის გამო, რომ რითეილებთან საკმაოდ დიდი ბარიერებია, მცირე და საშუალო მწარმოებლებს ძალიან უჭირთ [პროდუქციის] შეტანა, შემდეგ პოზიციონირება და გაგრძელება. ბევრი გაჩერდა, ბევრი გაკოტრდა, ბევრი ისევ ვაგრძელებთ თანამშრომლობას", - განაცხადა გიორგი მაისურაძემ.
მსგავსი სიახლეები
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ხორვატიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს -თეა წულუკიანი
"გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"-ილიაუნის რექტორის მოადგილე
უნივერსიტეტებში სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა ორ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება-გივი მიქანაძე
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,, წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, წლიდან წლამდე იმატებს''- „კოდას“ წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი
წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს-"კოდას" წარმოების დირექტორი
"ავარიულ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების პროგრამაზე ქირა შეუწყდება" - კახა კალაძე