კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის" წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც მის კომპანიას სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან დახლზე მოსახვედრად აქვს.
იოსებ მაჯავიძის განცხადებით, ქსელური სუპერმარკეტების დახლების თითქმის 90 % უკვე გაყიდულია და ახალ კომპანიას მასზე პროდუქციის განთავსების საშუალება არ აქვს. დახლები კი ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიების მიერაა შეძენილი. „სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს ტკბილი სიტყვით, რომ „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა.
" მიზეზი იყო ის, რომ არ იყიდება იმ რაოდენობით, რომ ეს ჩვენთვის იყოს მომგებიანი. როცა ჩავყევით დეტალებში და ვუთხარით, რომ მოდით გადავიხდით დახლის თანხასაც, ყველა ამ გადასახადებში შემოგყვებით, უარი გვითხრეს იქიდან გამომდინარე, რომ დახლების თითქმის 90% უკვე გაყიდულია, ანუ ახალი კომპანია რომ შევიდეს რომელიმე ქსელში და მოითხოვოს დახლის შეძენას, სადაც განათავსებს თავის პროდუქციას უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ გაყიდულია. ძირითადი მფლობელები ამ დახლების ქსელებისა არიან ისევ და ისევ სადისტრიბუციო კომპანიები, ანუ ჩაკეტილი წრე გამოდის. ჩვენ მივდივართ სადისტრიბუციო კომპანიასთან და ვეუბნებით, რომ მათ დაახლოებით 10-15 000 მაღაზიას ფლობენ და შეუძლიათ რომ რეალიზაცია მოახდინონ ნებისმიერ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას ვიძახი იქ უკვე სადღაც 40-დან 55 %-მდე გვიძვირდება უკვე ჩვენი პროდუქციის ფასი. არ მივდივართ და ვთქვათ ჩვენ თვითონ ვახდენთ რეალიზებას, ურთიერთობას სუპერმარკეტთან და იქ უბრალოდ არ ვართ წარმოჩენილები იმ დონეზე, რომ უბრალოდ პროდუქცია გაიყიდოს. რეკლამის გაკეთებასაც აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გადაყრილი თანხებია მხოლოდ და მხოლოდ,"- განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.
მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა