გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ დამატებით განმარტებებს ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კონკრეტული ავტომობილის M1 კატეგორიასთან შესაბამისობის დასადგენად კონსულტაციის გავლა შესაძლებელია შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოში.

„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების როგორც პირველადი, ისე დროებითი რეგისტრაცია.

M1 კატეგორია მოიცავს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის.

დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.

შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1 აპრილამდე. გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, კონოსამენტში ან გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

ამასთან, ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გამონაკლისი არ ვრცელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ხორვატიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს -თეა წულუკიანი
"გამაოგნებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც განათლების რეალურ რეფორმასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"-ილიაუნის რექტორის მოადგილე
უნივერსიტეტებში სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა ორ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება-გივი მიქანაძე
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,, წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, წლიდან წლამდე იმატებს''- „კოდას“ წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი
წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს-"კოდას" წარმოების დირექტორი
"ავარიულ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების პროგრამაზე ქირა შეუწყდება" - კახა კალაძე