,,დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს''- მაიკ უოლცი

 

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებით, დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს.

აღნიშნულის შესახებ უოლცმა მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

უოლცი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სამყარო განადგურების პირასაა.

„უნდა უარვყო მოსაზრება, რომ სამყარო დაცემის პირასაა, რაც, ვფიქრობ, ამ პანელის სახელწოდებაც იყო. ჩვენ მსოფლიო გამოგვყავს იმ კრიზისული პერიოდიდან, რომელშიც 18 თვის წინ უკრაინასთან, ღაზასა და ირანთან დაკავშირებით იყო; „ჰუსიტების" მიერ სუეცის არხის დაკეტვა, ლტოლვილთა კრიზისი სამხრეთ ამერიკაში და ასე შემდეგ. ასე რომ, ფაქტებსა და შედეგებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას და მულტილატერალიზმის რეფორმირება მოგვიწევს, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მაშინ მსოფლიო ამას უნდა მიესალმოს", - განაცხადა უოლცმა.

როგორც უოლცმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი გაერო-სთან მიმართებით იმავეს გაკეთებას აპირებს, რაც ნატო-სთან მიმართებით გააკეთა.  მისივე თქმით, გაერო-ში რეფორმებია საჭირო.

„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, გაერო დაუბრუნდეს ძირითად პრინციპებს, იმ მშვიდობისმყოფელ და სამშვიდობო ფუნქციას, რომელიც მისი დაარსებისას იყო მთავარი", -აღნიშნა მაიკ უოლცმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით-მარკო რუბიო
ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ''- მაკრონი
,,რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს მოქმედება'' - დონალდ ტრამპი
მერცი: ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის გარანტირებული, ის საფრთხის ქვეშაა
კაია კალასი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებას ეხმაურება
,,დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს''- მაიკ უოლცი
,,უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება''- დიმიტრი პესკოვი