,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა.
მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე.
„აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი სიტყვებით, განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციებს არ აქვს არანაირი საფუძველი. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რის ბაზაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? ის შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტის, უცხო ენების ინსტიტუტისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა კავშირშია ქიმიის ფაკულტეტი იურიდიულ ფაკულტეტთან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ფიზკულტურის ინსტიტუტზე. პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზეა, რომ განათლების რეფორმა საჭირო იყო. ამას თავად ნაციონალური მოძრაობაც ამბობდა წლების განავლობაში და საყვედურობდა კიდეც ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო. როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ" შევისწავლეთ განათლების რეფორმის ძირეული საკითხები, რა თქმა უნდა, გვქონდა კითხვები. მათ ნაწილზე პასუხები მივიღეთ, გარკვეულმა პასუხებმა კი არ დაგვაკმაყოფილეს, მაგრამ გაგრძელდა კონსულტაციები და ის შედეგი დადგა, რაც ვნახეთ. მთავარი ისაა, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე რომ გახვიდე, არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და იურისტი, ეკონომისტი აღარაა საჭირო, იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს კოლეჯში წელიწადნახევრით ან ორი წლით. აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო. ასე რომ, აღარ იქნება აუცილებელი, ყველამ ან ყველა მეორემ უმაღლესი უნივერსიტეტი რომ დაამთავროს და მერე ეძებოს სამსახური. ეს შედეგი კი დადგება ნელ-ნელა, სწორედ ამ რეფორმების შედეგად" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა