პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი, 2010 წელს დაბადებული ლ.ს, 2008 წელს დაბადებული მ.ხ. და 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე, თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი თბილისში მდებარე ,,ორი ნაბიჯის" მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას.
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე, 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვის მოქალაქე დააკავა
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში
,,მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს''- ეკა კუპატაძე
,,3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით''- პროკურორი ქეთევან სონიძე
,, ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა''- დაკავებული არასრულწლოვნის მამა
ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს
,,შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა''- ალექსანდრე დარახველიძე
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დასრულდა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა