მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„შესაძლებლობა მქონდა, გავსაუბრებოდი არაერთ კოლეგას, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იცით, რომ შვეიცარია არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა შეაფასა შუა დერეფნის საკითხებზე გამართული პანელური დისკუსიაც, რომელშიც ის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მონაწილეობდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა
გურამ მაჭარაშვილი - მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების ტაძართან იდგა მზესა და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება? ამ ჭკუის რომ არიან, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართულ ოპოზიციასა და პეტერ მადიარს სრულიად სხვადასხვა ტაქტიკა, სტრატეგია აქვთ, შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა
ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს
გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის უკიდურესად ამორალური, პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც - რატი იონათამიშვილი
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ლევან იოსელიანი: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა შეეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება
"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან -მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან''- პიტერ მაგიარი