ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერს" აშშ-ის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
მათი ცნობით, ოპერაციის დაგეგმვა გააქტიურდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების ფონზე, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „ირანში რეჟიმის შეცვლა საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო".
როგორ „როიტერი" წერს, მიმდინარე გეგმები მნიშვნელოვნად უფრო რთულია, ვიდრე წინა ოპერაციები. თუ 2025 წლის ივნისში ოპერაცია Midnight Hammer-ის ფარგლებში დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე „სტელსის" ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით ხორციელდებოდა, ახლა სამიზნე, შესაძლოა, გახდეს სახელმწიფო დაწესებულებები და ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ობიექტები.
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში თეირანის მხრიდან პასუხი გარდაუვალია, რაც გამოიწვევს ხანგრძლივ დაპირისპირებას.
ამასთან, როგორც „როიტერი" აღნიშნავს, სამხედრო მზადების მიუხედავად, დიპლომატიური კონტაქტები გრძელდება. მომდევნო კვირაში ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი. წყაროების ცნობით, ამერიკული დელეგაცია, რომელსაც სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ, ომანის შუამავლობით ირანის წარმომადგენლებს შეხვდება.
მხარეები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მათი პოზიციები მკვეთრად განსხვავდება. თეირანი თანახმაა, განიხილოს მხოლოდ ბირთვული პროგრამა და სანქციების მოხსნა. ვაშინგტონი კი დაჟინებით მოითხოვს დღის წესრიგში ბალისტიკური რაკეტების საკითხის, რეგიონული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და ირანში ადამიანის უფლებების დაცვის თემების ჩართვას.
მსგავსი სიახლეები
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით-მარკო რუბიო
ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ''- მაკრონი
,,რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს მოქმედება'' - დონალდ ტრამპი
მერცი: ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის გარანტირებული, ის საფრთხის ქვეშაა
კაია კალასი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებას ეხმაურება
,,დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს''- მაიკ უოლცი
,,უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება''- დიმიტრი პესკოვი