ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი

ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ესტონეთის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკრძალული გზებით ფულის შემოტანის მცდელობას გულისხმობს.

„სულ მცირე, ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როცა ხუხულაში ჰყავთ დარეგისტრირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რითაც შემოვლითი, აკრძალული გზებით ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური ფულის შემოტანას. ეს ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვამხილეთ. ერთი, რაც მათ შეძლეს, არის ის, რომ ელჩის რეზიდენცია საქართველოდან გადაიტანეს სომხეთში. ამით საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინეს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს
,,ნებისმიერ გრანტს მთავრობა მიიღებს და მადლობას გადაიხდის, ოღონდ დონორმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გრანტი არ ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას''- ლევან მაჭავარიანი
ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს-ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია-შალვა პაპუაშვილი
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში -საქართველოს რკინიგზა
თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
მიუნხენში ჩვენს პრიორიტეტებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად -მაკა ბოჭორიშვილი
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი
უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი
პირველი მარტიდან უცხოელების შრომითი საქმიანობა კანონით იზღუდება, კონსტიტუციაში შეტანილია შესწორებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა -ირაკლი კობახიძე
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი