ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო.

მისი განცხადებით, აშშ-ის და ჩინეთის ეროვნული ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.

„ჩვენ ვართ მსოფლიოში ორი უმსხვილესი ეკონომიკა, ორი ზესახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ ურთიერთობა ვიქონიოთ და ვაწარმოოთ მათთან დიალოგი. ბევრი თქვენგანიც ვალდებულია ეს გააკეთოს ორმხრივ საფუძველზე. ვგულისხმობ იმას, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა. რადგან ჩვენ ვართ ორი დიდი ქვეყანა უზარმაზარი გლობალური ინტერესებით, ჩვენი ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. მათი ეროვნული ინტერესები ჩვენსას არ ემთხვევა. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვართ ვალდებულნი შევეცადოთ ვმართოთ ისინი უკეთესად, რათა თავი ავარიდოთ კონფლიქტებს, როგორც ეკონომიკურს, ისე სხვას, უფრო სერიოზულს. ამიტომაც ჩვენთვის მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია", - განაცხადა რუბიომ.

როგორც აშშ-ის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ვაშინგტონმა და პეკინმა უნდა იმუშაონ ერთად იმ სფეროებში, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

„ვფიქრობ, რომ იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მსოფლიოზე პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ და ჩვენ მათთან ერთად ამის შესაძლებლობებს ვეძებთ. ჩვენ გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობის ქონა. დღეს აქ წარმოდგენილ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ურთიერთობები ჩინეთთან და ყოველთვის ესმოდეს, რომ არაფერი, რაზედაც შევთანხმდებით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ინტერესებს. სიმართლე რომ გითხრათ, ველით, რომ ჩინეთიც, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, თავისი ეროვნული ინტერესებით იმოქმედებს. დიპლომატიის მიზანია ეროვნულ ინტერესებს შორის არსებული კონფლიქტები გადაწყვიტოს", - დასძინა რუბიომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით-მარკო რუბიო
ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ''- მაკრონი
,,რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს მოქმედება'' - დონალდ ტრამპი
მერცი: ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის გარანტირებული, ის საფრთხის ქვეშაა
კაია კალასი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებას ეხმაურება
,,დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს''- მაიკ უოლცი
,,უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება''- დიმიტრი პესკოვი