,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი

 

2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკტირიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, მაშინ თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა, რადგან კერძო უნივერსიტეტებში, ან ილიას უნივერსიტეტში, ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში გაეყვანათ აკადემიური პერსონალი, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა.

 

„დაფინანსება განათლების სისტემის 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, ხომ ადარებთ თქვენს ხელისუფლებას, მაშინ მხარს უჭერდით თუს-ს გამოშიგვნას. თუ რაიმე დაუსაბუთებელი იყო, ეგ იყო თსუ-ს გამოშიგვნა, რაც მიზანმიმართულად კეთდებოდა იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეს დაიწყო 2006 წლიდან. 2011 წელს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც თქვენ ამას იწონებდით. 2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გამოშიგვნაში რას ვგულისხმობ, ამის მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, ერთი იყო საქართველოს უნივერსიტეტი ლექციების წასაკითხად, მეორე იყო კავკასიის უნივერსიტეტი და ორივეგან ვკითხულობდი ლექციებს. მესამე იყო ილიას უნივერსიტეტი, სადაც დეკანობაც შემომთავაზეს და რა ხდებოდა - თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი იმისათვის, რომ მერე გაეწოვათ კერძო უნივერსიტეტებში ან ილიას უნივერსიტეტში ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა, მაშინ ასე უყურებდნენ კონკრეტულ უნივერსიტეტებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განათლების დაფინანსება 2012 წელს 601 მილიონი იყო, დღეს დაფინანსება უშუალოდ განათლების სამინისტროს ქვეშ არის 2 მილიარდ 700 მილიონი.

„ამ დაფინანსებას თუ დავუმატებთ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტს, რომელიც არის გადანაწილებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, არის  3 მილიარდ 300 მილიონი. 5,5-ჯერ მეტი. 2100 სკოლის რემონტს რამდენი წელი შეიძლება, დასჭირდეს? პრიორიტეტი რომ არის ეს ჩანს იქიდან, რომ 601 მილიონიდან 3 მილიარდ 300 მილიონამდე არ გაიზრდებოდა განათლების ბიუჯეტი, ეს არის ჩემი არგუმენტი. რამდენჯერმე რომ გაიზარდა მათ შორის რუსთაველის ფონდის ბიუჯეტი და მეცნიერების დაფინანსება, ეგ გეთქვათ ჯერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა