ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში

 

ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.

„რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას. ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა. გვაქვს ასეთი მდგომარეობა - ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში. საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი. საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ მაჩვენებლით. როცა საუბარია 20 000 ექიმზე, უხეშად 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, რომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივიღოთ, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განწირულია იმისთვის, რომ თავისი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება. ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის, ან იმისთვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს. შევისწავლეთ როგორც კერძო, ისე აჯარო სექტორი და დავადგინეთ, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე. 700-ის ზევით ახალგაზრდები განწირულები არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან. საქართველოში გასული 5 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. აქედან სწავლას ამთავრებდა 2050. მოთხოვნა არის 700. ეს ნიშნავს, რომ 3600 სტუდენტიდან 2900 განწირულია იმისათვის, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით. აქ როგორ შეიძლება არ ჩატარდეს შრომის ბაზრის ანალიზი. უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას ჩართულები იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები ", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა