პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დრო იყო შეუზღუდავი.
"არავითარი შეზღუდვა დროზე. ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა. მათ შორის, დისკუსიაში შემოსვლა შეეძლო ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. ეს შევთავაზეთ, არა მარტო იქ, დისკუსიაში შემოსვლა, შემდეგ დისკუსიების გაგრძელება და მოხდა რა - 2 ძირითადი თეზისი ჰქონდა ქალბატონ ნინოს, ერთი, მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო ისე, როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა საქართველოში და მან აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრში განავითარეს მათ ინფრასტრუქტურა. ამაზე ჩემი პასუხი იყო ის, რომ ზუსტად როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ინფრასტრუქტურა, ისე ვგეგმავთ ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას. როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის დაფუძნდა თბილისის გარე უბანში, თბილისს გარეთ. ეს არის მარტივი მიდგომა, რომელიც ყველა თანამედროვე უნივერსიტეტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების დროს მოქმედებს. ამიტომ, თავისივე თეზისი უკან შევუბრუნე, ოღონდ არგუმენტით. მეორე, რაც აღნიშნა, რატომ მარტო პედაგოგიური, იმიტომ, რომ ლოგიკიდან გამომდინარე ჩვენ ვთქვით, რომ ტრადიციული პროფილის შესაბამისად გადანაწილდებოდა სპეციალობები. კითხვა დასვა, რომ რატომ მარტო პედაგოგიური, როდესაც განვითარებულია სხვა მიმართულებებიც, რაზეც მე შევთავაზე დისკუსიების გაგრძელება და შევთავაზე ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე ერთად განგვესაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო ილიას უნივერსიტეტში, რა თსუ-ში, რა სხვა უნივერსიტეტებში. თან საუბარია სახელწმიფო უნივერსიტეტზე და პასუხად მივიღეთ რა, რომ არა დისკუსიების გაგრძელება, თან ჩვენ შევთავაზეთ, მთავრობის ხელმძღვანელი, განათლების მინისტრი, შევთავაზეთ ერთად გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით. 2 თუ 3 დღეში მივიღეთ აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში, საპროტესტო აქცია. დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.
იყო შეხვდედრა, 2 კითხვა დასვით, ორივეზე გიპასუხეთ. მერე ამაზე გქონდათ პასუხის შემობრუნების საშუალება და არ შემოგიბრუნებიათ იმიტომ, რომ რეალურად, მყარი იყო ჩემი პასუხები. რაც შეეხება გაგრძელებას, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდებოდა, თქვენ რომ ამის სურვილი გამოგეხატათ. თქვენ წახვედით და გამართეთ მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება შედგეს დისკუსიები. თქვენ ჩაჭერით ყოველგვარი შესაძლებლობდა დისკუსიებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება, გთავაზობთ მთავრობა, განათლების მინისტრი, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ დისკუსიას და დისკუსიების საფუძველზე კვოტების განსაზღვრას და თქვენ გამოდიხართ და მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქციებს აწყობთ, ხელმოწერებს აორგანიზებთ. არაჯანსაღია. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, დემოკრატიაა. ხელმოწერებიც შეგიძლიათ შეაგროვოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მთავრობა გთავაზობთ საგნობრივ დისკუსიას, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადანაწილდეს კვოტები და როდესაც მიდიხართ დისკუსიის ნაცვლად საპროტესტო აქციებს აწყობთ და ხელმოწერებს აორგანიზებთ, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს
გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის უკიდურესად ამორალური, პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც - რატი იონათამიშვილი
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ლევან იოსელიანი: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა შეეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება
"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან -მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან''- პიტერ მაგიარი
ნიკოლ ფაშინიანი - რკინიგზის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიის გავლით შესაძლებელია იქამდე, ვიდრე „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანთან რკინიგზას თავიდან არ გავხსნით
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს