ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
უმაღლესი განათლების რეფორმას არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა.
"დებატები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთან ეს კულტურა, სამწუხაროდ, გაქრა. ამას სჭირდება დამკვიდრება. ხშირად ვისმენთ ხოლმე მონოლოგის რეჟიმში, ხან ერთი მხარე საუბრობს, ხან მეორე და საზოგადოებას ურთულდება ასეთ პირობებში თავისი დასკვნის გამოტანა. ჭეშმარიტება იბადება დისკუსიაში და როდესაც საზოგადოებას შეუძლია თვალყური ადევნოს დისკუსიას მხარეებს შორის. ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ მიიღო ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე მონოლოგის რეჟიმში სხვადასხვა მხრიდან იღებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები. არაერთხელ ვთხოვე ოპონენტებს, ესაუბრათ არგუმენტებით და რეალურად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ერთმანეთისგან დასკვნისა და არგუმენტის გარჩევა. არ შეიძლება პირდაპირ თქვა დასკვნა, თუ არ გაქვს არგუმენტები. ჩვენ ვცდილობდით და ვსაუბრობდით არგუმენტებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას, ეს არის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საქართველოში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ვერ იღებს იმ ხარისხის განათლებას, რასაც მიიღებდა, მაგალითად დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ხომ რადიკალურად ცვლილებას საჭიროებს, არსებით ცვლილებას. ამაზე თუ ვთანხმდებით და ჩვენ თუ გეუბნებით ჩვენს გზას, მაშინ, ან ალტერნატიული გზა უნდა წარმოგვიდგინონ, ან უნდა გაყვნენ იმ
გზას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული. რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ჩვენს კონცეფციაში ასახული.
მართლა დავსდევდით არგუმენტებს, ოღონდ მოგვესმინა რაიმე არგუმენტი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მართალია, ლოკალური იყო ეს თემები, მაგრამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მოვისმინეთ არგუმენტები და მაშინვე დავპირდით ჩვენს ოპონენტებს, დისკუსიის მონაწილეებს, რომ მზად ვიყავით, თითოეულთან დაკავშირებით დამატებით მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეთვალისწინებინა საჭიროების შემთხვევაში. სრული ღიაობაა ჩვენი მხრიდან, რომ განვაგრძოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონცეფციის პროექტი, რომელიც ჯერ კონცეფციაც არ იყო, ყველას შევთავაზეთ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა. ამის ნაცვლად, დაიწყო პოლიტიკური კამპანია ამ კონცეფციის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება.
შეხვედრები იქნება ეს აკადემიურ სფეროსთან, რექტორებთან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ექსპერტებთან, ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად მსჯელობისთვის. მთავარია, რომ ეს მსჯელობა ეფუძნებოდეს არგუმენტებს", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა
გურამ მაჭარაშვილი - მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების ტაძართან იდგა მზესა და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება? ამ ჭკუის რომ არიან, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართულ ოპოზიციასა და პეტერ მადიარს სრულიად სხვადასხვა ტაქტიკა, სტრატეგია აქვთ, შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა
ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს