შსს-ის ცნობით, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს.ჭ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 და 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა. კომუნიკაციის პერიოდში, ბრალდებულმა გოგონებს ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გადაგზავნა მოითხოვა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, საიდანაც ის 14 წელს მიუღწეველ გოგონებს სოციალურ ქსელში ეკონტაქტებოდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "- წერს უწყება 





მსგავსი სიახლეები
დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა-სუსი
,,კითხვები იყო ლოგიკური“ - ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
მეორე დღესვე ეს სახელები და გვარები გაჟღერებული იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, მაგრამ რატომღაც 5 წელი მოანდომა პროკურატურამ ამის დამტკიცებას-იზა ომიაძე
პროკურატურა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე ძებნას გამოაცხადებს
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა
კარგია, რომ შევთანხმდით, "კამიტი" არ გამოგვიყენებია, საია-ც ადასტურებს, რომ ეს იყო სიცრუე, დეზინფორმაცია -ალექსანდრე დარახველიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
შსს-ს თანამშრომელს არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შსს-ის ცნობით, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვის მოქალაქე დააკავა
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში