შსს-ს თანამშრომელს არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. რამდენიმე დღის განმავლობაში მყისიერად იქნა მოპოვებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა",-განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება საქმეში სხვა პოლიციელების შესაძლო მონაწილეობას, პროკურორი განმარტავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ტარდება არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
„დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და როდესაც ჩვენ მტკიცებულებებს საბოლოოდ მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა",- განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან დაკავებული დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და ინანიებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ლუკა ხურცილავა გულწრფელად აღიარებს, ინანიებს. დღეს სასამართლომ მიიღო სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაში. გასაჩივრებას რაც შეეხება, შემიძლია, გითხრათ, რომ გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, გასაჩივრდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება. სხდომათა დარბაზშიც აღიარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა და მანამდეც, თავისი ფეხით გამოცხადდა პოლიციაში. ადვოკატის გარეშე აღიარა და ყოველივეს ინანიებს",-განაცხადა ადვოკატმა.
მსგავსი სიახლეები
დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა-სუსი
,,კითხვები იყო ლოგიკური“ - ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
მეორე დღესვე ეს სახელები და გვარები გაჟღერებული იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, მაგრამ რატომღაც 5 წელი მოანდომა პროკურატურამ ამის დამტკიცებას-იზა ომიაძე
პროკურატურა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე ძებნას გამოაცხადებს
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა
კარგია, რომ შევთანხმდით, "კამიტი" არ გამოგვიყენებია, საია-ც ადასტურებს, რომ ეს იყო სიცრუე, დეზინფორმაცია -ალექსანდრე დარახველიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
შსს-ს თანამშრომელს არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შსს-ის ცნობით, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვის მოქალაქე დააკავა
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში