მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ამერიკის შეერთებული შტატების ხედვაა და ჩვენ ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ის, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად სლოვაკეთისა და აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ქვეყნები თანამშრომლობას გააღრმავებენ.
„ჩვენ ორივეს გვყავს შესანიშნავი გუნდები და ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ და მუდმივად ურთიერთობენ, მაგრამ პირდაპირი ჩართულობის დონის შემცვლელი არაფერია. ცენტრალურ ევროპაში ჩართულობა არის ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატებისგან უნდა ელოდოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ახსენეთ ვიშეგრადის ჯგუფი (V4), ეს არის ის, რაშიც ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩართულობას, როგორც ფორუმს, სადაც შეგვიძლია, ვიპოვოთ სფეროები, სადაც შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და მივაღწიოთ თანამშრომლობას. თქვენ ახსენეთ კიდევ ერთი რამ, რაც არ ვიცი, რატომ გახდა საკამათო, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ. ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ხედვაა და ჩვენ ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ის, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ. ეს არის ის, რასაც მათი ქვეყნების ლიდერები აკეთებენ. ახლა, როდესაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, მაგალითად, როდესაც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები და სლოვაკეთის ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. სწორედ აქ ჩნდება პარტნიორობა. სწორედ აქ ვცდილობთ ერთმანეთის წინსვლის გზის პოვნას. ამაში საკამათო არაფერია, სულ მცირე, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლშია. თქვენი თვალსაზრისი და ის თვალსაზრისი, რომელიც გამოთქვით როგორც ჩემთვის, ასევე საჯაროდ, დაფუძნებულია როგორც თქვენს გეოგრაფიაზე, ასევე თქვენს ისტორიაზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისია, რომელიც უფრო ფართო კონტექსტში უნდა იქნას გათვალისწინებული", - განაცხადა მარკო რუბიომ.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს
ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან -კაია კალასი
,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით-მარკო რუბიო
ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ''- მაკრონი