,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
ნავთობსადენი „დრუჟბა", რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება, შესაძლოა, ბოლო დაზიანებების შემდეგ უკვე შეკეთებულია, თუმცა უკრაინა, შეიძლება, განზრახ აჭიანურებს მიწოდების აღდგენას, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და აიძულოს ბრატისლავა, მოხსნას წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„დღეს ნავთობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აღვიქვამ, როგორც პოლიტიკურ შანტაჟს უნგრეთის მიმართ, მისი უკომპრომისო პოზიციის გამო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე", - განაცხადა ფიცომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ.
ანალოგიური პოზიციით ორი დღის წინ გამოვიდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით მიიღო გადაწყვეტილება, არ აღადგინოს ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის „დრუჟბის" ნავთობსადენით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს.
„მიზანი აშკარაა. ესაა უნგრეთის მთავრობის რთულ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნით, მოახლოებული არჩევნების წინ", - დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელ „იქსში".
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეჩერდა 27 იანვარს რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის გამო.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს
ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან -კაია კალასი
,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით-მარკო რუბიო
ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ''- მაკრონი