16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომლიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: „...თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი". წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს „სისრულეს", მოცემულ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, „სევდისა და გულის ტკივილისა", რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, თავის სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო წმინდა ხატს, რომელიც სიზმრად იხილა. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და სულმთლად ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. დასნეულებულმა გლეხმა ხატის წინ პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედაღვთისას სახე დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. „ბოროტ გულთა მომალბობელსაც" უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ოჯახში დაბრძანებულ ამ ხატის ასლს მირონი დაედინა, რომლის წყალობითაც მრავალი გამოჯანმრთელდა. იმავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და სხვადასხვა მონასტერშიც იყო დასვენებული.
მსგავსი სიახლეები
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ხორვატიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს