"ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია"-მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია.

„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ერთი მხრივ, ჩვენი ამოცანაა იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეებს და არსებული ბარიერები ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე დავძლიოთ, მოვძებნოთ სწორი ბალანსი და გამოსავალი, რომელიც საინტერესო და მომგებიანი იქნება კერძო სექტორისთვის, ამავდროულად, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას - საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ ის შედეგები, სადაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც თუნდაც ერთი კომპანია იტყვის, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყველაზე მეტი კავშირი აქვს კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს იმისთვის, რომ მათთან ერთად ყოველწლიურად გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი - Hospitality Investment Forum - გაიმართება
"ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს -100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე
ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა -მარიამ ქვრივიშვილი
ავიაკომპანია „T'way Air"-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 თებერვალს
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
ანაბარი "საერთო მიზანი" - მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
"რითეილ ასოციაცია" სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა -ირაკლი კობახიძე
საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით -ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 თებერვალს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო