აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, როგორებიცაა Google-ი, Meta, Reddit-ი და Discord-ი იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რომლებიც სოციალური ქსელებში ანონიმურობის დაცვით მოქმედებენ, ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს ან საგანგებოდ შექმნილი აპლიკაციის საშუალებით თვალყურს ადევნებენ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების გადაადგილებას და ამ ინფორმაციას ასაჯაროებენ.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, უწყებას ასობით პირის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და სურს, წვდომა მოიპოვოს პირთა ვინაობის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პირადი ინფორმაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ნებაზეა დამოკიდებული, გასცემენ თუ არა ამ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიებმა თავიანთ მომხმარებლებს აცნობეს, რომ მათზე ინფორმაციას ითხოვს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომპანიებმა მომხმარებლებს 10-14-დღიანი ვადა მისცეს, სურვილის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის სასამართლოში გასასაჩივრებლად.

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებებს სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირი იცავს, რომლის ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას არღვევს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მიღება საიმიგრაციო აგენტების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი განაცხადი უწყებამ უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში გაასაჩივრეს.





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს
ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან -კაია კალასი
,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს
ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით-მარკო რუბიო
ჩინეთს შეუძლია, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ''- მაკრონი