თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის განხორციელება 2022 წელს, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო, რაც საარჩევნო დაპირება იყო.
„აღნიშნული პროგრამა წელსაც გრძელდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღონ. პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე