ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა გამოიკვეთა, თბილისის მერიამ კი მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანიის დაინტერესების მიზნით ახალი ტენდერი გამოაცხადა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ. ტენდერის მსვლელობისას დიდი იყო დაინტერესება უცხოური კვალიფიციური კომპანიების მხრიდან და აქტიურად მიმდინარეობდა აუცილებელი ტექნიკური პარამეტრების, პროცედურების დაზუსტება. ტრამვაის მშენებლობის განხორციელებისთვის გამოიკვეთა ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა სატენდერო დოკუმენტაციაში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერის მიმდინარეობის შეწყვეტისა და შესაბამისი ცვლილებებით ახალი ტენდერის გამოცხადებისა, რომელიც მიმდინარე წლის 13 თებერვალს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის (ADB-ის) წესებით გამოცხადდა. ცვლილება ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანია დაინტერესდეს და გამოხატოს ინტერესი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. ტენდერის დასრულების თარიღად გამოცხადდა 31 მარტი. ცვლილება არ შეხებია პროექტის ბიუჯეტსა და შესრულების ვადას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, თბილისის მერის განცხადებით, ტენდერი გულისხმობს დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას.
„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობას.
„ტრამვაის დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრმვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სასადგომო ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვის ცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრა 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 416 592 000 ლარს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე