ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირის, ლ.ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ დაილუქა რძის შემცველი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული „ერბო", „ნადუღი", „კარაქი", ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი).
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ფიზიკური პირი ლ.ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.
აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა შპს „თეთრი დათვიც" სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
14 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს
,,მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება''- „მილმართის“ დირექტორი
ხორციელის შაბათი- მიცვალებულთა ხსენების დღე