საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და შეიძლება, იმ დისკუსიაში რაღაცას დავეთანხმეთ, რაღაცას - არა, მაგრამ მთლიანობაში, ჩამოგვიყალიბდა განცდა და, შესაბამისად, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში, და ზოგადად, არ იყო მიზანშეწონილი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის არგუმენტია, რომ ქვეყანას აქვს მწირი რესურსები, რასაც ოპტიმალური გამოყენება სჭირდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ პრინციპთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან როდესაც მოვისმინეთ არგუმენტები, რაღაცას შეიძლება ვეთანხმებოდით, რაღაცას - არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთლიანობაში, დაგვრჩა ეს განცდა და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი. ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ორი საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ წარმოედგინათ არგუმენტები. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა, მთლიანობაში, ამ ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით. ჩვენ წარვადგინეთ მარტივი პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი და არგუმენტით წარვადგინეთ, რომ გვაქვს მწირი რესურსები და ეს მწირი რესურსები საჭიროებს ოპტიმალურ გამოყენებას. არ შეიძლება, 64 ფეხბურთის გუნდი გყავდეს, როდესაც სულ გყავს 15 საშუალო ან მაღალი დონის ფეხბურთელი. არ შეიძლება, 64 გუნდით გამოხვიდე, ასეთ შემთხვევაში, ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებ საერთაშორისო ტურნირებზე. მწირ რესურსებს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება. დღემდე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, არც საჯარო სივრცეში, არც გუშინწინდელ დებატებზე, იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება, გამოიყენო არაოპტიმალურად ძალიან მწირი რესურსები. წარმოადგინონ არგუმენტები, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს
იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში
,,ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს''- ტიერი მარიანი
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი