აშშ და უნგრეთი შედიან ურთიერთობების ოქროს ხანაში არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობით, არამედ დონალდ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის გამოც -მარკო რუბიო

ჩვენ შევდივართ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობის, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მეორე ვადის დროს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუბიომ ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი წარმატების ერთგულია.

„თქვენ ოქროს ხანაზე ისაუბრეთ, გაზვიადება არ არის, რომ შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა დღეს ისეთივე მჭიდროა, რამდენადაც წარმოდგენა შემიძლია. ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის. ვფიქრობ, ამის დასტურია დღეს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ეფუძნება ნოემბერში თეთრ სახლში თქვენსა და პრეზიდენტს შორის ისტორიულ შეხვედრას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება, ვიმედოვნებთ, ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც მომავალ წლებში სხვადასხვა სფეროს მოიცავს. თქვენ ისაუბრეთ 17 ინვესტიციაზე. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უნგრეთი იზოლირებულია, ეს მაგალითია, რომ ასე არ არის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, იზრდება ამერიკული კომპანიების რიცხვი, რასაც მოწმობს უკვე ჩამოსული 17 კომპანია, რომლებსაც სურთ თქვენს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება. სურთ, აქ მიმდინარე მოვლენების ნაწილი იყვნენ და აღფრთოვანებული არიან ამით, რადგან თქვენ ძლიერი ხელმძღვანელობა გყავთ. ჩვენ შევდივართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობის, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე საიდუმლოა და აქ არც არავისთვის უნდა იყოს საიდუმლო, როგორ ურთიერთობდა თქვენთან პრეზიდენტი თავისი პირველი ვადის დროს და ახლა, მეორე ვადის დროს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ღრმად არის თქვენი წარმატების ერთგული, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში თქვენი მეშვეობით გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში. ფინანსურ სირთულეებს თუ წააწყდებით, თუ წააწყდებით ისეთ რამეებს, რაც ზრდას ხელს უშლის, რაც თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდება თქვენი ურთიერთობებისა და ჩვენთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობის გამო", - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ გასულ წელს აშშ-ის მიერ უნგრეთის რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენების გამო აშშ-ის სანქციებისგან ერთწლიანი გათავისუფლება ტრამპსა და ორბანს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამსახურება იყო.

„ეს იყო ამ პირადი ურთიერთობის გამო, რადგან ჩვენ გვინდა, ეკონომიკა აყვავდეს, ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა კარგად იყოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი და ამ ქვეყნის ლიდერი", - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს ტრამპის უნგრეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ, რაზეც რუბიომ უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „სიამოვნებით" ჩავა ბუდაპეშტში, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი პოტენციური ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

ამასთან, მარკო რუბიოსა და ვიქტორ ორბანის ერთობლივ პრესკონფერენციამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ არ ვთხოვთ არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას -მარკო რუბიო
მარკო რუბიო: ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მათ აქვთ ბირთვული იარაღი, სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ
აშშ და უნგრეთი შედიან ურთიერთობების ოქროს ხანაში არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობით, არამედ დონალდ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის გამოც -მარკო რუბიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს
ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან -კაია კალასი
,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს