ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ადამიანებს კლავს, ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს. ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და ამიტომ ეს მოხსნეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი".
„საია-ს ადამიანებზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდა, როდესაც უცხოეთში პროპაგანდისტული ფილმი გადაიღეს და საქართველოში შემოიტანეს. საია-ს სარჩელში უკვე ქიმიური იარაღი და „კამიტი" ამოაგდეს. ხომ ნახეთ, თურმე რა მარტივია საქართველოზე ცუდი ამბების გავრცელება. აქამდე ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ქიმიური იარაღი და „კამიტი" იყო გამოყენებული. ეტყობა, ვიღაცამ უცხოეთშიც თქვა, რომ „კამიტი" და ქიმიური იარაღი აბსოლუტურად დამანგრეველ, მომაკვდინებელ შედეგებს იწვევს. საქართველოში ერთადერთი დაზარალებული იყო ძაღლი, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა და ბუმბულგაცვენილი თუთიყუში. საია-მ ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და ორი წლის შემდეგ ფიქრობს, რომ დაზარალებული არიან ადამიანები და პროკურატურას მიმართავს. თან ამბობს, ობიექტური გამოძიება ჩატარდესო. სხვა ინსტიტუციამ რომ ჩაატარა ობიექტური გამოძიება, მის მასალებს გაეცნენ და შეისწავლეს? სუს-ის გამოძიებაში სწორედ იმაზე იყო საუბარი, რაზეც მსოფლიოში საქართველოს წინააღმდეგ ქიმიური შემოტევა ატყდა. ეს შემოტევა ჩაიფუშა, რადგან ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ადამიანებს კლავს და ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს. ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და ამიტომ ეს მოხსნეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს
იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში
,,ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს''- ტიერი მარიანი
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი