ჩვენ არ ვთხოვთ არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას -მარკო რუბიო

ჩვენ არ ვთხოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას. ცხადია, ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებს გავუზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო მდივანმა, მარკო რუბიო უნგრეთში განაცხადა.

 

რუბიოს ვიქტორ ორბანთან ერთობლივი პრესკონფერენციისას კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა აშშ-ს შეშფოთება უნგრეთის მიერ პეკინთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.

 

აშშ-ის სახელწიფო მდივნის თქმით, აშშ-ს აქვს ვაჭრობა და ურთიერთობები ჩინეთთან, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპრილში ჩინეთში გაემგზავრება.

 

„ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მას მილიარდზე მეტი ადამიანი ჰყავს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. მათ აქვთ ბირთვული იარაღი. სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. ორ ასეთ დიდ ქვეყანას, გვაქვს თუ არა უთანხმოება? რა თქმა უნდა, გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს ამ უთანხმოებების მართვა და ეს ისეთი რამაა, რაზეც ძალიან გულწრფელად, ნათლად და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის. არ არის კარგი ვინმესთვის ერთ ქვეყანაზე ან ერთ ეკონომიკაზე დაყრდნობა, განსაკუთრებით კრიტიკული მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს რეალობაა.

ჩვენ გვინდა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამაზე ნათლად ვისაუბრეთ. ეს არ არის ანტიჩინური რამ. ეს უბრალოდ რეალობაა, რომ ერთ წყაროზე ზედმეტად დამოკიდებულება კარგი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში არსებობდა სურვილი, რომ ეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბერკეტად გამოგვეყენებინა. თუმცა ჩვენ ამ საკითხებს აშშ-ის ეროვნული ინტერესების კონტექსტში განვიხილავთ და სწორედ ამიტომ შევხვდით ჩინელებს და შევძელით ზოგიერთ სავაჭრო საკითხზე ურთიერთგაგების მიღწევა. ეს ორმხრივი ინტერესი იყო. ამიტომ, გეოპოლიტიკა რთულია, რადგან ის მოითხოვს სერიოზულობას, ვინაიდან ამ საკითხებს რეალური შედეგები მოჰყვება", - განაცხადა რუბიომ.

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენ არ ვთხოვთ არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას -მარკო რუბიო
მარკო რუბიო: ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მათ აქვთ ბირთვული იარაღი, სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ
აშშ და უნგრეთი შედიან ურთიერთობების ოქროს ხანაში არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობით, არამედ დონალდ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის გამოც -მარკო რუბიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს
ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან -კაია კალასი
,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
,,მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის''- ვიქტორ ორბანი ზელენსკის
ჩინეთთან მოლაპარაკებების არ წარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა - მარკო რუბიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაში საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ -ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მას სჭირდება ნატო, სჭირდება ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე -მარკ რუტე
ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა, ევროკავშირმა უფრო სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი
ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს