მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს

საკანონმდებლო ორგანოში, 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ ხვალ ერთადერთი საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება იქნება, ოთხშაბათს კი ორი ინტერპელაცია გვექნება. ინტერპელაციის წესით შეკითხვებს ჯერ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" მას შეკითხვით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმართა. ამის შემდეგ კი რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაცია იქნება, რომელსაც შეკითხვით ფრაქციამ „საქართველოსთვის" მიმართა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის: „ფაქტორინგის შესახებ" კანონპროექტზე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებაზე, „იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებაზე და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ცვლილებაზე.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადასცა.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს
იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში
,,ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს''- ტიერი მარიანი
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა