,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
ევროკავშირმა და პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა კანონის დაცვით ჩატარდა არჩევნები, ზოგიერთს უნდოდა, არჩევნები ხელახლა ჩატარებულიყო.
„ეუთო-მ მცირე დარღვევები დააფიქსირა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს. ეს დიალოგისთვის პოზიტიური არ არის. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია იყო. არჩევნები როდესაც მოვიგეთ, ქუჩებში ხალხი იყო გამოსული იმ მიზეზით, რომ არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად. ევროკავშირში დაისვა საკითხი, რომ სანქციები დაგვეწესებინა საქართველოსთვის. მე საკითხი წამოვჭერი, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხები მიმეღო, მაგრამ არ მიმიღია. შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაპატიჟეს. აშშ-ში მთავრობა რომ არ შეცვლილიყო და ტრამპის ხელისუფლება არ მოსულიყო, უკრაინაში მშვიდობაზე საუბარი არც კი იქნებოდა დაწყებული. ჩვენც მოვითხოვეთ, რომ სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნონ თავიანთი შემოსავლები, ისე როგორც მთავრობის წევრები აქვეყნებენ. რატომ არ უნდა გამოაქვეყნონ არასამთავრობოებმა? გავმართოთ ამაზე დისკუსია, დიალოგი და ერთმანეთს დავუსვათ შეკითხვები. მოქალაქეებს აქვთ უფლება, საგარეო ჩარევის გარეშე, თვითონ გადაწყვიტონ, რა არის კარგი და რა - ცუდი. ჩვენთანაც იყო მსგავსი შემთხვევა დიდი ბრიტანეთის მხრიდან, შემდეგ გავმართეთ კომუნიკაცია და ყველა საკითხი გავარკვიეთ. მთავარია დიალოგის გამართვა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვის სურვილს", - განაცხადა იურაი ბლანარმა.
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს
იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში
,,ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს''- ტიერი მარიანი
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა