მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას

 

სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები დღეს კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ერთმანეთთან თანამშრომლობა, ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა სწორედ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, სუვერენიტეტის დაცვა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ სხვადასხვა ფორმატში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი ინტენსიურია და დღეს იყო შესაძლებლობა, გვქონოდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და პარტნიორობას. ვაფასებ თქვენს მეგობრობას და იმ გულწრფელ ატმოსფეროს, რომელშიც ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება დიდი ხნის თანამშრომლობას და პარტიორობას. სლოვაკეთი ყოველთვის იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს გრძელდება. სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები დღეს კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ერთმანეთთან თანამშრომლობა. ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა სწორედ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო. ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და სუვერენიტეტის დაცვა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამდენად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა. ეს არის ის, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ძალიან ვაფასებთ ყველას თანადგომას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის უზრუნველყოფაზე. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში იყოს მშვიდობა და ეს არის ასევე ის, რაც გვაერთიანებს სლოვაკეთთან - მშვიდობისკენ სწრაფვა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თქვენ ისაუბრეთ ამაზე, მადლიერი ვართ, რომ სლოვაკეთი მუდმივად მხარში უდგას საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე, პოლიტიკური დიალოგი საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში და ეს დინამიკა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, იქნება შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოტენციალი ნამდვილად არსებობს უფრო მეტი ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ახსენეთ, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმება გასულ წელს არის კარგი საფუძველი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მივესალმებით დიპლომატიის წარგზავნას საქართველოში, რომელიც იმუშავებს ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ სლოვაკეთის მხარის დელეგაციას, რათა ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის პოტენციალი სრულად იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის გამოყენებული, ათვისებული, ხელი შევუწყოთ ჩვენს კავშირებს, ბიზნესსაზოგადოებებს შორის დაკავშირებას და ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სლოვაკეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ტურიზმი არ არის, ეს ხელს უწყობს ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას. კულტურაც ის მიმართულებაა, სადაც კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოების დაკავშირებადობა. მადლობას გადაგიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და მოხარული ვართ, რომ სლოვაკეთი ეწინააღმდეგება ამ მიდგომას და მხარს უჭერს საქართველოს გულწრფელ სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით.

„ჩვენ ამ საკითხზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპულ მხარესთან და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ, გარკვეულწილად, ხდება იმ ინფორმაციის გაუთვალისწინებლად და კომუნიკაციის გარეშე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აზიანებს იმ პოტენციალს, რა პოტენციალიც არსებობს ორივე მხარეს შორის ორივე მხარის სასიკეთოდ გამოსაყენებლად და ამ მიმართულებითაც მადლობას გადაგიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს ყველა მიმართულებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს
იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში
,,ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს''- ტიერი მარიანი
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო