მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა
საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, აქვს გულწრფელი სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი და მიისწრაფის ამ მიმართულებით. 2014 წლიდან ქვეყანა არის ასოცირებული პარტნიორი და წარმატებით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც გათვალისწინებული იყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან ერთობლივი პრესკონფრენეციისას განაცხადა, ძალიან ხშირად სწორედ ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და გარკვეული ზეწოლის ინსტრუმენტად.
„ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი დეზინდორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრი პროცესი იქნა ქვეყანაში წარმართული უცხოური ჩარევებით. ის, რაც საქართველოს სურს, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესი წარიმართოს ისე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, უცხოური ჩარევების გარეშე. ჩვენ რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ სწორედ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ ის პროცესი, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი. ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა, როდესაც არის გამოწვევა ქვეყანაში. ამას სჭირდება საკანონმდებლო ჩარჩო, რომ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ის, რაც არის წინაპირობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების. სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ რეფორმების გატარება, რაც სჭირდება ევროკავშირში წევრობას. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ხელისუფლება არის ის, რომელიც უზრუნველყოფს საფუძვლის შექმნას ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის. გაცხადებული მიზანი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, არის ის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო უკეთ მომზადებული წევრობისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა
,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე
ყველამ დაინახა, რომ "ბიბისიზე" გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას "კამიტთან" დაკავშირებით-პრემიერი