ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა

 

„აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რა არის ევროინტეგრაცია და რა არის ევროკავშირის წევრობა," - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან ევროპის ნაწილი ვართ, ევროკავშირის წევრობა კი განსხვავებული საკითხია, რადგან ევროკავშირი, მისი სიტყვებით, "მკვდარი, გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული ორგანიზაციაა."

„ევროინტეგრაცია საქართველოსთვის არის ტრადიციული გზა და ეს გზა იწყება ფარსმან მეორე ქველისგან, რომელიც, თავის დროზე, რომში ჩავიდა და იქ, მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგეს. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია საქართველოს სწრაფვა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისკენ, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დღევანდელი, ქრისტიანული ევროპის დამფუძნებლები ვართ. არაფერი არ გვესწავლება იმათგან, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ვინც ეს ევროპული ღირებულებები დააფუძნა საერთოდ.

სხვა საქმეა ევროკავშირი - ამ ორ ცნებას, დღეს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ევროპა ბევრად დიდია, ვიდრე ევროკავშირი, მაგალითად, ევროკავშირში არ შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია... ეს კავშირი სულ სხვა თემაა. ეს არის მკვდარი, გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული ორგანიზაცია და ამას ჩვენ ვხედავთ არა ჩვენი ფაქტებით, არამედ რასაც თვითონ ლაპარაკობენ შიგნით, რა განცხადებებსაც აკეთებენ დეპუტატები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დასკვნაა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს ევროკავშირი.

ამიტომ, ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენთვის - ეს ასეა, იქნება და გაგრძელდება, რადგან ეს იქიდან იღებს საწყისს, საიდანაც არსებობს საერთოდ ევროპა, რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს," - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
„NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“ - ვატო შაქარიშვილი
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა
,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე